ისეთმა მსხვილმა სტუდიებმა, როგორიც Sony Pictures და Warner Bros. არიან, კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს მათ შესახებ ფილმის გადაღება შესთავაზეს. „ფილმი შესაძლოა ნამდვილი ჰიტი გახდეს, თუ სწორედ მოხდება მისი გადაღება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა ცნობილ ვარსკვლავებს დათანხმების შემთხვევაში თავისი მოთხოვნები აქვთ: მაგალითად კანიეს სურს, რომ ფილმში მისი მუსიკა უნდა ჟღერდეს, კიმი კი ძალიან ღელავს იმ ფაქტზე თუ ვინ განასახიერებენ მისი ცნობილი ოჯახის წევრებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ოფიციალური პასუხი უახლოეს მომავალში უნდა განაცხადონ, თანხმობის შემდეგ კი გადაღებები წლის ბოლომდე დაიწყება.