თურქეთმა დახურა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, რომელთაც სირიელი ჯარისკაცები გადაჰყავდათ – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი იტყობინება.
„ჩვენ დავხურეთ საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის, ასევე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიისკენ მიემართებოდნენ და ჯარისკაცები გადაჰყავდათ. ამის ნებართვა სამი თვით მივეცით, რომელიც მოქმედებდა აპრილამდე. ჩვენმა პრეზიდენტმა პუტინსაც აცნობა, ასე რომ ფრენები შეჩერებულია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.