LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 16.6%-ს შეადგენს – კვლევის შედეგები

118
35588664742_07ab94561a_b

2022 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით არის გაზრდილი, – ინფორმაციას PMCG კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 50%-ით გაიზარდა

2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.6%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g