მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ.
შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ,” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.