ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები „იმედის“ რუბრიკის სტუმრები გახდნენ და თავიანთ ცხოვრებასა და მამის, გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ ისაუბრეს.
ნინი:
ყველას აქვს რაღაც პატარა ისტორია მასთან. ამდენი ადამიანი აღზარდა და როგორ ახერხებდა, ყველასთვის პატარა ისტორია დაეტოვებინა, რომელსაც ახლა გვიზიარებენ. როცა ჩვენ პატარები ვიყავით, „კარუსელიც“ გადიოდა და აბსოლუტურად ყველა გიჟდებოდა გოგიჩაზე.
ნანუკა:
ჩემს სოციალურ ქსელში მამის ფოტოს რომ დავდებ ხოლმე, იმდენი ისტორია მოდის მასზე. სულ დიდ მადლობას ვეუბნები ამ ადამიანებს, ყოველ წამს მაახლოვებენ მამას და მიცოცხლებენ ჩემს პატარა სიკეთის ვარსკვლავს. დაბადების დღეზე, დედაც ამბობდა, ვერ ვიგებ, როგორი გრძნობა მაქვსო, მაგრამ უფრო ალბათ, ბედნიერების.
ნინი:
რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, ეს არის დღე, როცა დაიბადა ადამიანი, ვინც გვაჩუქა უსაზღვრო სიყვარული. დატოვა უამრავი რამ. ყოველი დღე ერთნაირია, ყოველი დღე ერთნაირად მძიმეა…
რა რჩევა დაგამახსოვრდათ მისგან მკაფიოდ?
ნანუკა:
მამა ჩვენი პირველი გულშემატკივარი იყო, ყველაფერში ხელს გვიწყობდა. სულ გვეუბნებოდა, რომ ადამიანი უნდა იყოს ნამდვილი, შენ იყავი კეთილი და დანარჩენი ყველაფერი მოვა. მას სულ ჰქონდა გათვლა სიკეთეზე.
ნინი:
არავისზე არასდროს ცუდი არ უთქვამს. ყველას მიმართ კეთილი უნდა იყო, არ იცი, ვის რა ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან და რის გამო მოგექცა ცუდადო, ამიტომაც თუ შენ მის მიმართ იქნები კეთილი, დაეხმარები, რომ გზას არ ასცდეს და არ გაბოროტდესო. ეს დამოკიდებულება ადამიანების, ცხოველების, მცენარეების მიმართ სულ მახსოვს.
“აივი გახდა 6 თვის და მე მასთან ერთად გავხდი +6 თვის”- ნანუკა გოგიჩაიშვილი