ნანუკა გოგიჩაიშვილმა „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეს ორი თვე საუკუნესავით გაიწელა და ადამიანები თავს დამნაშავეებად გრძნობენ, თუკი სხვა რამეზე გადაერთნენ:
„მომენატრა თქვენთან კონტაქტი… ეს ორი თვე ყველასთვის საუკუნესავით გაიწელა, დარწმუნებული ვარ, უამრავი ჩვენგანი თავს დამნაშავედაც კი გრძნობს, ცოტა სხვა რამეზე თუ გადავერთეთ, გავერთეთ და თავს უფლება მივეცით, ცხოვრების თითქმის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. მშვიდობა მინდა გისურვოთ და მადლობა ყველას, ვინც გულისხმიერი ხართ და ყველაფერს აკეთებთ სხვის დასახმარებლად…“
“აივი გახდა 6 თვის და მე მასთან ერთად გავხდი +6 თვის”- ნანუკა გოგიჩაიშვილი