შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ, სპეციალურად შექმნილ ფეისბუქჯგუფში – “დათისთვის” – მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე დღეა, ექიმები ისრაელის კლინიკაში ცდილობენ მოუხსნან მორფინი და დათი შეაღვიძონ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატარა სუპერგმირი ამასაც დაძლევს და განახლებული ძალებით განაგრძობს სიცოცხლისათვის ბრძოლას:
“დათის ავარიის შედეგად თავის ტრავმა არ მიუღია, თუმცა 1 თვის მანძილზე იგი ხელოვნურად ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბოლო რამდენიმე დღეა ექიმები ისრაელის კლინიკაში ცდილობენ მოუხსნან მორფინი და შეაღვიძონ ბავშვი.
წამალზე დამოკიდებულებასთან გამკლავება დათის ძალიან უძნელდება, ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია.
ჩვენი სუპერგმირი ამასაც დაძლევს და განახლებული ძალებით განაგრძობს ბრძოლას სიცოცხლისათვის.
✔️კლინიკაში მკურნალობის დანახარჯი ამ დრომდე 200000$ მეტია.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483”, – წერია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე წაიკითხავთ:
„სუპერ ბიჭი კლინიკაში“ – სოციალურ ქსელში 8 წლის დათის ახალი ფოტო ვრცელდება
პეკინის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს დაეჯახა