მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მაზლზე პოსტს “ფეისბუქზე” ავრცელებს:
“ამ დღეებში ბეთანიაში, იქვე ძაღლები უნახავს ძალიან გამხდრები და შეწუხებულა.. დიდი ტომრით საჭმელი შეუძენია და იქ აუტანა და თხოვა გამოკვებეთო.. უკანა გზაზე მოხდა ის რაც მოხდა… წავიდა… ვერც დავემშვიდობეთ…
ერთ წამში…..”, – წერს ნინო სურგულაძე.
მედიაში გავრცელებული ცნობით, წყნეთი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი თამაზ ინწკირველია, რომელიც პარლამენტში “მწვანეთა პარტიაში” მუშაობდა.