LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ნიკოლოზ წულუკიძის თანაწამყვანების მიმართვა: „შენ გარეშე ეს სტუდია საშინლად ცარიელია… ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გელოდებით აქ…“

24685
წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის ამბავს მისი კოლეგები, ეკა ამირეჯიბი და მარიკა ბაკურაძე ეთერში გამოეხმაურნენ.

გთავაზობთ მათ მიმართვას ნიკას მიმართ.

ეკა ამირეჯიბი: 

„შუადღე მშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენთან მშვიდობა ნამდვილად არ იყო, განსაკუთრებით ეს ერთი კვირა. მე და მარიკა ეთერს გარეთაც ვსაუბრობდით, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ როდესაც წინა სამშაბათს, ხალისიანად, მხიარულად, ჩვენ სამნი დავემშვიდობეთ მაყურებელს, ავბედით ღამეს გავიგებდით ასეთ საშინელ ამბავს, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, შეძრა არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სტუდიაში თუ ტელევიზიაში მუშაობენ, არამედ მთელი საქართველო… შეიძლება, გარედან ჩანდეს, რომ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა, მაგრამ არაფერი ისე არ გაგრძელებულა, როგორც იყო. ეს ამბავი აქ არის და თავიდან არ ამოდის. ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ ყველა სიტყვა ისეთი უხერხული და უსუსურია, არ ვიცი, რა უნდა დავამატო იმას, რაც უკვე ითქვა.

ერთადერთი, რაც აქედან მინდა ვუთხრა ნიკოლოზს, არ ვიცი, გვიყურებს თუ არა – ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ველოდებით აქ, რადგან ამ წარმოუდგენელი ტკივილისგან სხვა გასაქცევი არ არსებობს გარდა იმისა, რომ გადაიტანო  ყურადღება რაღაცაში და ისევ შენი საყვარელი საქმე აკეთო ისევ ისეთმა ანთებულმა, როგორც შენ ეს იცი. საშინლად დამძიმებულები ვართ და მგონია, რომ ჩვენი გუნდი რამდენიმე წლით დაბერდა ამ დარდით. არავინ ისეთი არაა, როგორც ჩვენ ვიცით, ვიცნობთ და გვინდა, რომ ვიყოთ.

„პატარა კიტას გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა“ – პატრიარქი ნიკოლოზ წულუკიძეს უსამძიმრებს

მარიკა ბაკურაძე: 

მინდოდა, მიმეწერა ნიკოლოზისთვის, რომ საშინლად ცარიელია ეს სტუდია ნიკოლოზის გარეშე… წარმოუდგენელია ჩვენი სამეულის გარეშე ყოველი დღე და არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანმა საკუთარ თავში იპოვოს ძალა, თავის თავში აღმოაჩინოს უნარი, დაბრუნდეს აქ, მაყურებელთან და ჩვენთან. ყოველ დღე მაყურებელი ელოდება მისი ხმის გაგონებას. ჩვენ მოვახერხებთ, რომ კიდევ ერთხელ შევეხმიანოთ მას და ვუთხრათ, რომ ჩვენ ველოდებით ანთებული თვალებით მაყურებელთან ერთად… რთულია ყოველდღიურ რეჟიმში ჩაჯდომა, თუმცა ეს არის ვალდებულება. იმედია, თვითონ მოახერხებს დაგვეხმაროს და ჩვენი სამეული აღადგინოს. მთელი საქართველოს, გადაცემის, გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ენით აღუწერელ ტრაგედიას, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალდა…“

„მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში“ – პაატა გულიაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის შვილს ლექსი მიუძღვნა

რამაზ გიგაური: „სამწუხაროდ, ადამიანები – ღმერთები არ ვართ. ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც დაბადებას და ვერც სიკვდილს. სახელსა და გვარსაც კი ვერ ვირჩევთ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g