LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა კიტას გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა“ – პატრიარქი ნიკოლოზ წულუკიძეს უსამძიმრებს

1088
BeFunky-collage (6)

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე­სა და მის ოჯახს პა­ტა­რა კი­ტას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სამ­ძი­მარს უცხა­დებს. პატ­რი­არ­ქის სამ­ძიმ­რის წე­რილს სა­პატ­რი­არ­ქო აქ­ვეყ­ნებს.

“ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძეს და თეკ­ლა კოს­ტა­ვას, მათი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს

პა­ტა­რა კიტა – კონ­სტან­ტი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ყვე­ლა გლო­ვობს და გუ­ლი­თა­დი თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა თქვე­ნი მწუ­ხა­რე­ბი­სა.

ჩვენ­გა­ნაც მი­ი­ღეთ სამ­ძი­მა­რი და თა­ნაგ­რძნო­ბა იმ დიდი ტკი­ვი­ლის გამო, რა­საც ბავ­შვთან განშორებით გა­ნიც­დით; მაგ­რამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გან­შო­რე­ბა დრო­ე­ბი­თია, რომ სი­ცო­ცხლე სიკ­ვდი­ლით არ მთავ­რდე­ბა, არა­მედ სწო­რედ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა, მონათლულ ყრმა­თათ­ვის კი,- რო­გო­რიც კიტა-კონ­სტან­ტი­ნეა, – მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რი ცხოვ­რე­ბა.

მჯე­რა, მისი უკ­ვდა­ვი სული სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­იმ­კვიდ­რებს და შემ­წედ და მფარ­ვე­ლად მო­გევ­ლი­ნე­ბათ. თქვენ კი უფალ­მა გა­გაძ­ლი­ე­როთ რწმე­ნა­ში, მოგ­ცეთ მშვი­დო­ბა და ღვთის გზით და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი სვლის უნა­რი.

აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა და­გიც­ვათ და გან­გამ­ტკი­ცოთ, ამინ.ქრის­ტე აღ­სდგა!” – ნათ­ქვა­მია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში გაიმართება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g