LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი ჩუმად გაყიდა

155
mercedess-benz

ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად 1962 წლის Ferrari 250 GT ითვლებოდა, მოდელი რომელიც 4 წლის წინ აუქციონზე 70 მილიონ დოლარად გაიყიდა. შესაძლოა ეს რეკორდი უკვე მოიხსნა.

გამოცემა Motorious-ის ინფორმაციით, კომპანია Mercedes-Benz-მა საიდუმლო საქველმოქმედო აუქციონზე სპორტქარი 300 SLR Uhlenhaut Coupe გაყიდა. თუკი ჭორებს დავუჯერებთ, ექსკლუზიური მოდელისთვის 136,8 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

Daimler-Benz-მა სარბოლო კუპე 300 SLR სპეციალურად 1956 წლის სეზონისთვის შექმნა. თუმცა, გერმანულ სპორტქარს არც ერთ შეჯიბრში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან კომპანიამ ავტოსპორტი დატოვა. ასეთი გადაწყვეტილება ფირმამ ლე-მანის რბოლის შემდეგ მიიღო, რბოლის რომლის დროსაც საშინელი ავარია მოხდა და მრბოლელთან ერთად 83 მაყურებლის სიცოცხლე შეიწირა. 180-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სირთულის ტრავმები მიიღო.

მაშინ სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 290 კილომეტრი იყო და მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საგზაო მოდელად ითვლებოდა. Mercedes-ის წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ უნიკალურ სპორტქარს არასდროს გაყიდდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ვაჭრობა შედგა და მოდელში რეკორდული თანხაც გადაიხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები