ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სრული სია გამოქვეყნდა. საიუბილეო, რიგით 75-ე პრემია 7 იანვარს გაიმართება და მისი წამყვანი სეტ მაიერსი გახდება.
წლის ფილმი (დრამა) – „შენი სახელით მომმართე“, „დიუნკერკი“, „საიდუმლო დოსიე“, „წყლის ფორმა“, „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“.
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/11122017-globe-07.jpg)
წლის ფილმი (კომედია ან მიუზიკლი) – „The Disaster Artist”, “თავს უშველე“, „დიდებული შოუმენი“, „მე, ტონია“, „Lady Bird”.
საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო, მარტინ მაკდონა, კრისტოფერ ნოლანი, რიდლი სკოტი, სტივენ სპილბერგი, დენიელ დეი-ლიუისი, ტომ ჰენკსი, გერი ოლდმენი, დენზელ ვაშინგტონი.
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ ფილმში – ჯესიკა ჩესტეინი -“დიდი თამაში“, სალი ჰოკინსი – „წყლის ფორმა“, ფრენსის მაკდორმანდი – „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“, მერილ სტრიპი – „საიდუმლო დოსიე“, მიშელ უილიამსი – „All the Money in the World“.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიასა და მიუზიკლში – სტივ კარელი – „სქესთა ბრძოლა“, ენსელ ელგორტი – „ბეიბი დრაივი“, ჯეიმს ფრანკო – „The Disaster Artist“, ჰიუ ჯეკმანი – „დიდებული შოუმენი“, დენიელ კალუა – „თავს უშველე“.
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიასა და მიუზიკლში – ჯუდი დეჩი – „ვიქტორია და აბდული“, მარგო რობი – „მე, ტონია“, ემა სტოუნი – „სქესთა ბრძოლა“, ჰელენ მირენი – „დღესასწაულის ძიებაში“,
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/20171211-golden-11.jpg)
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – უილიემ დეფო, არმი ჰამერი, რიჩარდ ჯენკინსი, კრისტოფერ პალმერი, სემ როკუელი.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – მერი ჯეი ბლაიჯი, ჰონგ ჩაუ, ელისონ ჯენი, ლორი მეტკალფი, ოქტავია სპენსერი.
საუკეთესო სცენარი – „წყლის ფორმა“, „Lady Bird“, „საიდუმლო დოსიე“, „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“, „დიდი თამაში“.
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/11122017-globe-05.jpg)
ფილმის საუკეთესო მუსიკა – „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“, „წყლის ფორმა“, „Phanthom Thread”, „საიდუმლო დოსიე“, დიუნკერკი“.
საუკეთესო მულტფილმი – „ჩვილი ბოსი“, „The Breadwinner“, „კოკო“, „ფერდინანდი“, „სიყვარულით ვან გოგი“.
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/11122017-globe-8.jpg)
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – „ფანტასტიკური ქალი“, „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“, „ზღვარზე“, „კვადრატი“, „უსიყვარულო“.
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – „გვირგვინი“, „სამეფო კარის თამაშები“, „მხევლის წიგნი“, „ძალიან უცნაური საქმეები“, „ეს ჩვენ ვართ“.
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/170426121506-handmaids-tale-exlarge-169.jpg)
საუკეთესო მინი-სერიალი – „დიდი პატარა ტყუილები“, „ფარგო“, „მტრობა“, „ცოდვილი“, „ტბის მწვერვალი“”
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/20171211-golden-5.jpg)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში – სტერლინგ ბრაუნი, ფრედი ჰაიმორი, ბობ ოდონკირკი, ლივ შრაიბერი, ჯეისონ ბეიტმენი.
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – კატრიონ ბალფი, კლერ ფოი, მეგი ჯილენჰოლი, კეტრინ ლენგფორდი, ელიზაბეტ მოსი.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მინი-სერიალში – რობერტ დე ნირო, ჯუდ ლოუ, კაილ მაკლოკლენი, იუენ მაკგრეგორი, ჯეფრი რაში.
![](http://old.fortunaplus.ge/wp-content/uploads/2017/12/20171211-golden-2.jpg)
საუკეთესო მსახიობი ქალი მინი-სერიალში – ჯესიკა ბილი, ნიკოლ კიდმანი, ჯესიკა ლენგი, სიუზან სარანდონი, რიზ უიზერსპუნი.