LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინათ, იქნებოდა ინდულგენცია მედიამენეჯერობა? – ზარქუა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

80
ირაკლი ზარქუა

„თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ნებისმიერ ადამიანს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ისაა ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელი?“ –ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს.

„მე მივმართავ ყველა ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, მათ შორის, სენატის წარმომადგენლებს, მათ შორის, ყველას, ყველას… თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ნებისმიერ ადამიანს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ისაა ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელი?

პასუხი გამეცით, თუ 7 მილიონს მოიპარავდა ან გაფლანგავდა, თქვენ მერე გამოხვდიოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა? არაერთი მაგალითია ევროპაში და აშშ-ში? გამოვიდე და ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა?“, – განაცხადა ზარქუამ.

კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი

კობახიძე: გვარამია განასახიერებს კორუფციას, სიძულვილს, ზიზღს, ყველაფერ იმას, რაც არის ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენა

შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამავე თემაზე: 

იოსელიანი: შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა

სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად

იაგო ხვიჩია: სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და თანამდებობის პირი დასაჭერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g