LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და თანამდებობის პირი დასაჭერია

1771
იაგო445

მაღალი თანამდებობის პირები და ბიუროკრატიაში ბევრი ადამიანი, რომლებსაც მძღოლი და მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია – ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის “ქართული ოცნებისთვის, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური ბრძოლის შედეგია.

“მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს არ მყოლია სამსახურებრივი მანქანა, დავკვირვებულვარ იმ ხალხს, რომელსაც ჰყავდა სამსახურებრივი მანქანა და ისინი ყოველთვის იყენებდნენ მას პირადი მიზნებისთვის. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდია არათუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურებში და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის “ქართული ოცნებისთვის”.

რაც შეეხება მიზეზს რის გამოც დაიჭირეს გვარამია, ფაქტია, რომ არც გაფლანგვაა და არც მანქანის ტარება. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი მხარე გამარჯვებული აწმყოში, ამ ბრძოლაში, დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ჩვენ ასე გავაგრძელებთ თუ ეს ბრძოლა არ დამთავრდა და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი. ამით ზიანდება მთელი ქვეყნის ინტერესი. ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი არ გვჭირს და მტერი თითქოს ერთი შეხედვით ქვეყნის შიგნით არ გვყავს და ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა და ასევე, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა არის „ნაციონალური მოძრაობის” დაშლა.

გამარჯვებული მხარე აწმყოში, ამ ბრძოლაში ატყვევებს დამარცხებულ მხარეს – ეს არის ამ ბრძოლის ახლანდელი მდგომარეობა და ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ. ერთი მხარის მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა, ხოლო მეორე მხარის ხელისუფლების ხელში ჩაგდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g