LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

821
გვარამიას განაჩენი

ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ცოტა ხნის წინ „მთავარი არხის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას  3 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

„გააფორმა ავტორიტარიზმი ! ვახო სანაია. კიდევ ერთი პოლიტპატიმარი!“. – ვახო სანაია.

„ჩვენ შენთან ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას!
პირობას გაძლევ!“. – დაწერა ჟურნალისტმა მაიკო ლომიძემ.

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი! თავისუფლებას მაინც ვერ წაართმევთ ამ ქვეყანას! მაინც იქნება საქართველო თავისუფალი! რამდენიც არ უნდა დაიჭიროთ ✊Nიკა Gვარამია ?❤️“.  – წერს დიზაინარი სოფო ჭყონია.

„იცით, რატომ გაბედეს ნიკა გვარამიას დაჭერა?!

იმიტომ რომ ოპოზიცია ხართ ფარჩაკები და ჩმორები ‼️

ეს ქვეყანა ამ დღეში იქნება მანამ,სანამ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც არ ჩავრეცხავთ!

პროცესს ვუყურებდი და ლიდერები ვერ დავინახე…

კამერებთან კეკლუცი აღარ გაბედოთ ‼️“- დაწერა  ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. 

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!
და თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა“. – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანმა. 
„ანუ ნიკა გვარამიას სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მანქანით, რომელიც შეიძინა კომპანიამ (რ2-მა), სინამდვილეში სარგრბლობადა თავად და მისი ოჯახი.
ფორმალურად ეს შეიძლება სამრთლადარღვევაა, მაგრამ რამდენად ქაჩავს პატიმრობაზე? თან სამ წლიან პატიმრონაზე?
რამდენი დირექტორი, ან თუნდაც საჯარო მოხელე იცით, რომ სამსახურის მანქანით ოჯახი არ დაყავდეს? ალბათ ყველას დაყავს, ხო?“ – დაწერა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა.
„მხოლოდ სასტიკი რევანში იქნება ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ძირითადი მიზანი“. – წერს მომღერალი ლექს-სენი. 
„ვინც ამ ქვეყანაზე დარდობს და ფიქრობს, ვისკენაც არ უნდა იყოს, უნდა მიხვდეს, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა“. – დაწერა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ. 

“კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ვართ. ვიქნებით ისეთები, როგორიც არასდროს, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ისეთი გაბრაზებულია, როგორც არასდროს და ისეთ პასუხს მიიღებს ხელისუფლება, როგორიც ჩვენი მხრიდან არასდროს არ მიუღია და ამისთვის უნდა იყოს მზად.

ეს არის გახრწნილი ხელისუფლება და თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული. ასეთი უგუნური და მძიმე განაჩენით საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენს. ეს არ იყო ნიკა გვარამიას და მთავარი არხის განაჩენი, ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა”, – განაცხადა „მთავარი არხის“ წამყვანმა დიანა ჯოჯუამ. 

ეკა ხერხეულიძე: 10 წელია ვერ გვასწავლა ივანიშვილმა საკუთარი ფსიქოტიპი..ამ კაცთან ლოგიკა არ მუშაობს, ის მებრძოლებს თავისუფლებაზე არ ტოვებს..

„რუსეთი, ჩრდ.კორეა, ბელორუსია. აირჩიეთ, რომელი უფრო მოგწონთ. გილოცავთ“. – წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც უკრაინაში იბრძვის უკრაინისთვის და საქართველოსთვის.

„დღეს ნიკა გვარამიას დაჭერით ივანიშვილმა ქვეყანა გადაჩეხა უფსკრულში – მას ეს ასე არ გაუვა. მალე ჩაანაცვლებს ნიკა გვარამიას, ამაში ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ნიკა გვარამიას დაჭერით ივანიშვილმა საქართველოს პირდაპირ მოუჭრა დასავლური და ევროპული გზა“.  – აცხადებს „ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი.

„დახურეთ ყველა ალტერნატიული სიტყვის/აზრის ტელევიზია ! დაიჭირეთ მათი პატრონები ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა“! – წერს მაკა ჩიჩუა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g