„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიას მიმართ მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ “ამით არაფერი დასრულებულა”.
“დარწმუნებული ვიყავი, რომ დაიჭერდა. 10 წელია ვერ გვასწავლა ივანიშვილმა საკუთარი ფსიქოტიპი. ასე ხელშესახებად არასდროს ახლოს არ ყოფილა შურისაძიებლად და მეცინებოდა ხალხი ჯარიმას რომ ელოდა.
ანალოგიებზეც მეცინებოდა,”იმას ხომ ჯარიმა დააკისრა?”..ნიკა გვარამია “ის” არ არი…ის ერთადერთია და ეს ყველაზე უკეთ იცის ივანიშვილმა.
ამ კაცთან ლოგიკა არ მუშაობს. ის მებრძოლებს თავისუფლებაზე არ ტოვებს, წარმოუდგენლად მიმაჩნდა ნიკა დაეტოვებინა გარეთ. ნიკა,რომელიც 10 წელი მთავარი მებრძოლია თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, რეჟიმმა დააპატიმრა.
ეს არის სწორედ ტოტალიტარიზმის ლოგიკა.
ამით არაფერი დასრულებულა
Nika Gvaramia ვიცოდით რაც იქნებოდა,მალე გავთავისუფლდებით”, – წერს ეკა ხერხეულიძე.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ