LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა მადლიერების დღე სუფთა ჰაერზე აღნიშნეს (ფოტო)

126

ამ დღეებში, აშშ-ის მოსახლეობამ მადლიერების დღე იზეიმა. წლის ერთ-ერთი საყვარელი ოჯახური დღესასწაული ყველამ თავისებურად აღნიშნა, მათ შორის გამონაკლისი არც ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი იმ ვარსკვლავების რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ დღეს ცივილიზაციას მოსწყდნენ და ხმაურისგან მოშორებით დაისვენონ. წყვილი შვილებთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე სახლს ესტუმრა, სადაც ველოსიპედებით სუფთა ჰაერზე ისეირნეს.

მოგვიანებით, ალექსის სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოებიც გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ლოპესისა და როდრიგესის რომანი გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული კი მათ ურთიერთობაში სრული ჰარმონია სუფევს და ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება, როდესაც ისინი საზოგადოებაში ჩნდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები