LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

37 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია

415

ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლამაზმანია. წარსულში ის „ვიქტორიას“ ანგელოზი იყო და პოდიუმზე ხშირად გამოდიოდა, ახლა კი მისი ნახვა ყველაზე პოპულარული გამოცემების ფურცლებზე შეიძლება.

გამოცემა Forbes-ის მიხედვით, ჟიზელმა ერთ წელიწადში 30,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგის ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ რეიტინგში ვერ მოხვდნენ კეიტ მოსი და ნატალია ვოდიანოვა. მეორე ადგილი ადრიანა ლიმას ერგო. ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ: კარლი კლოსი, კენდალ ჯენერი, როზი ჰანტინგტონ უაიტლი, კარა დელევინი და ჯიჯი ჰადიდი.

შეგახსენებთ, ჟიზელი უკვე რვა წელია ფეხბურთელ ტომ ბრედისთან იმყოფება ქორწინებაში. წყილს ორი შვილი ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები