„რუსეთი შეისწავლის აზოვის პოლკის მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლის შესაძლებლობას“, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა
„ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის აზოველებზე გაცვლის შესაძლებლობას. არა ჩვენ, ანუ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, არამედ ადამიანები მოსკოვში, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს“. – უპასუხა სლუცკიმ Интерфакс-ის შეკითხვას.
მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, მარიუპოლის მოსახლეობასა და მცველებში გაცვალონ