Sports Illustrated Swimsuit-ის 25 წლის მოდელი და მსახიობი კეიტ აპტონი 34 წლის ბეისბოლისტს, ჯასტინ ვერლანდერს გაყვა ცოლად. ღონისძიება, რომელშიც მხოლოდ წყვილის მეგობრები და ნათესავები მონაწილეობდნენ, ტოსკანაში, 4 ნოემბერს გაიმართა. რომანტიკული ცერემონია შუა საუკუნეების დროინდელ ტაძარში ჩატარდა.
საინტერესოა, რომ კეიტი ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორი ქორწილი სურდა. „ვიცი რომ ბევრი ყვავილი მინდა, მაგრამ ჯასტინს ალერგია აქვს, მას წამლების მიღება მოუწევს“ – განაცხადა მაშინ აპტონმა.
ცერემონიაზე, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ნამდვილად ბევრი ყვავილი იყო.
შეგახსენებთ, კეიტი და ჯასტინი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდებიან, 2016 წელს კი წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა.

