ოლიმპიურ ჩემპიონთან სასიყვარულო ურთიერთობა გქონიათ? – ამ კითხვას „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათია გიორგობიანმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“.
„ჩვენი მეგობარია, საამაყო და საქართველოსთვის სასახელო ბიჭია ლაშა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მომიძღვნა ლექსი. როგორც ჩანს, მაყურებელს მოეწონა ჩვენი წყვილი და ამ ვიდეოს შემდეგ დაგვაწყვილეს. ხდება ხოლმე ასე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ყოველთვის აქვს საფუძველი. ეს იყო ადამიანური პატივისცემა და მოძღვნა. დღესდღეობით ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს“ – ამბობს თათია და კითხვაზე, ლაშასაც უსვამენ თუა რა იგივე შეკითხვას, პასუხობს – „ლაშასაც ეკითხებიან, რას ამბობს არ ვიცი“.
ამის შემდეგ გადაცემის წამყვანმა გიორგი გასვიანმა გადაცემაში მყოფ თათა გიორგობიანის დედასაც ჰკითხა, როგორ მიიღებდა ლაშა ბექაურისა და მისი შვილის ურთიერთობას. „აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა, ძალიან საყვარელი ბიჭია, თუ თვითონ ისურვებდნენ, რატომაც არა“ – ამბობს თათას დედა.