LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები საფრანგეთსა და ესპანეთში გაიყიდება

95
65829020f6ea67f48aa759d3dd32c68a_XL

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები საფრანგეთსა და ესპანეთში გაიყიდება. საქმე ისაა, რომ სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა ოქტომბერში ამოქმედდება.

საკითზე „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სნელ ქეჩის“ (ნადი გრუპის დაფუძნებული კომპანია) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ ისაუბრა. მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის კი, მანქანა-დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს.

როგორც მერაბ ნადარაია „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, წარმოებული პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საფრანგეთსა და ესპანეთში.

ცნობისთვის, კომპანია „სნელ ქეჩი“ სენაკში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g