LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ქართული „დ_სნეილლენდის“ მიერ წარმოებულ ლოკოკინებს ყიდულობს

97
77a1b80f9d2c07

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა ლოკოკინის ფერმამ სახელწოდებით „დ_სნეილლენდი“ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა.

ცნობისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „დ_სნეილლენდი“ ლოკოკინის ფერმა გასულ წელს ამოქმედდა, ფერმის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 400,000 ლარზე მეტი განხორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 260,000 ლარია. ფერმაში 6 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები