LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი ტრიუმფალურად ბრუნდება

69

ტეილორ სვიფტი სცენაზე ტრიუმფალურად დასაბრუნებლად ემზადება. ცოტა ხნის წინ, მომღერალმა MTV Europe Music Awards-ის რეკორდული რაოდენობის ნომინაციები მოიპოვა, მათ შორის არის მთავარი კატეგორია – „საუკეთესო მომღერალი“.

თითქმის სამი წელი გავიდა, რაც სვიფტმა უკანასკნელი ალბომი „1989“ გამოუშვა, ამჟამად კი ის ახალი დისკის „Reputation“ პრეზენტაციისთვის ემზადება.

2 დეკემბერს ტეილორი კონცერტს სან-ხოსეში გამართავს, 7 დეკემბერს კი მისი მოსმენა ჩიკაგოში იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ახალი ალბომის რელიზს, ის 10 ნოემბერს იგეგმება, 12 ნოემბერს კი MTV Europe Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები