მსახიობი ლელა მებურიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში იმყოფებიან.
ამის შესახებ მსახიობის “ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი.
როგორც ჩანს, წყვილი ერთ-ერთ საღამოს დაესწრო, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში გაიმართა.
სოციალურ ქსელში ლელა არაერთ ფოტოსა და ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ მსახიობმა წვეულებაზე არჩევანი შავ, კლასიკურ სამოსზე გააკეთა.
ამასთან, ლელა აზიარებს ვიდეოს, სადაც დაფიქსირებულია, როგორ მღერიან საქართველოს ჰიმნს ბრიტანეთის მუზეუმში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე.