რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსი აცხადებს. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდზე შეთანხმების მიღწევა სწორი მიმართულებით გადადგმული ფანტასტიკური ნაბიჯია.
„გუშინ ჩვენ შევთანხმდით სანქციების მეექვსე რაუნდზე, რომელიც მოიცავს ნავთობს, ეს შეამცირებს ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი ამბავი. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა რუსეთს კიდევ უფრო გაურთულდეს უკრაინაში აგრესიული ომის დაფინანსება“, – აღნიშნა ლატვიის პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ყველა წევრ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული არ იყოს.