LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისწრებაა ლევან ბერძენიშვილის მსგავსი ადამიანები, ვინც ბასრად და ალესილად ამბობენ საკუთარ აზრს… რას იტყოდა თვითონ ერეკლე, ისე, კახურად, ჯიგრულად“ – გორგილაძე

582
გორგილაძებერძენიშვილი

მწერალი და ტელეწამყვანი დავით გორგილაძე ლევან ბერძენიშვილს ექომაგება და ერეკლე მეფეზე გამოთქმული მოსაზრების შესახებ საკუთარ პოზიციას გვიზიარებს.

როგორც გორგილაძე წერს, პრეზიდენტების  კრიტიკის მსგავსად, შეგვიძლია მეფის შეფასებაც.

„ძალიან მეზარება ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაი არ იშლიან, თავს ზემოთ ძალა არ არის.

მეფე ხელშეუხებელი პერსონა არ არის.

ჩვეულებრივი პოლიტიკოსია. თუკი შეიძლება შევარდნაძის, გამსახურდიას ან სააკაშვილის კრიტიკა, იმავე წარმატებით შეიძლება მეფისაც.

მით უფრო მეფის, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღო (კარგი თუ ცუდი, ამაზე დავა შეიძლება დიდხანს და ამაოდ).

სინამდვილეში, ამ ჩვენს სტერილურ და გაქვავებულ ისტორიაში, როცა მასწავლებლები მკვდრადშობილ, ნაფტალინიდან ამოღებულ ფრაზებს უყრიან საკენკად მოსწავლეებს, მისწრებაა ლევან ბერძენიშვილის მსგავსი ადამიანები, ვინც ბასრად და ალესილად, მაამებლობის გარეშე ამბობენ საკუთარ აზრს (ეთანხმებით თუ არა, სხვა საქმეა).

მათ აირჩიეს ერეკლე, მე ვირჩევ საქართველოს, რომელიც ჩემთვის ათასჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ყველა მეფე ერთად აღებული: ლევან ბერძენიშვილი

და 1798 წელს გარდაცვლილი მონარქის დასაცავად რომ გამოდის ხალხი და გაჰყვირის “მეფე, მეფე!!!” – ეს, გარდა იმისა რომ კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, მაინცდამაინც კარგად არც თანამედროვე საზოგადოების სიჯანსაღეზე ამბობს რამეს.

ისე კი, წარმომიდგენია რას იტყოდა თვითონ ერეკლე მაგ ხალხზე. ისე, კახურად, ჯიგრულად“, – წერს გორგილაძე.

ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:

„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ნათია ფანჯიკიძე: „რატომ ვკლავთ ერთმანეთს? ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს.. მეც ბევრი შემშლია, მაგრამ რაღაც მიკეთებია სასარგებლო-ც… პაციენტი არ მივიღო…დარწმუნებული ხართ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყანა?“

„ენა დაიმოკლოს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები..“ – თელავში ლევან ბერძენიშვილისგან „ერეკლე II-ის დასაცავად“ აქცია გაიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g