LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა, ის ითხოვს უპირობოდ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას

222
Untitled design (7)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში” დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.

მოგვიანებით ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი პერსონალური წერილები გამოატანა.

ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას ითხოვს:

“მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რაც იცით, რომ არანაირ ცვლილებას არ განიცდის, მიუხედავად კლინიკაში ყოფნისა, ვითარება არის ისევ ისეთი, როგორიც იყო, დღეს, პრაქტიკულად, ჰქონდა მას სამუშაო დღე.

უამრავი პერსონალური წერილი გამომატანა, თავისი კონტაქტებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ის არის ყველაზე ცნობილი ქართველი ევროპაში და თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს, ყველას შეეხმიანოს და წერილი გაუგზავნოს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ისეთი ისტორიული და ისეთი საბედისწეროც იყოს, რისი მოლოდინიც ყველას თანაბრად, შერეული გრძნობებით გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ მოეხერხებინა თავისი კავშირებით, თავისი ურთიერთობებით პირადი კონტაქტით ეთქვა ის მთავარი სათქმელი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ის ითხოვს უპირობოდ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ყველა წერილში არის მისი გზავნილი.

არ მაქვს გასაჯაროების უფლება, რადგან ეს არის ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილი, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ დღეს საუბრობდა ის, როგორი მნიშვნელოვანი იყო მაშინ როდესაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალზე ის უკვე არ გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად, მხოლოდ ის იყო მიწვეული ამ ცერემონიალზე”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

magti 5g