19 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მისი მეგობრები მიიღებენ.
კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა უკრაინის ომში დაზარალებულს მოხმარდება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე tkt.ge. ბილეთის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.