უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკს გააძლიერებს. მისი თქმით, „ევროკავშირი და უკრაინა ერთ გუნდშია და ამ გუნდმა უნდა მოიგოს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას შეუძლია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი გააძლიეროს. დიდი დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ფაზა დღეს დაიწყო. ამ მარათონში რეალურად ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვართ – ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.