LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი: სალომე ზურაბიშვილი

94
Capture

“უცხოელი პარტნიორების მხრიდან არსად, არც ერთხელ, არასოდეს და არანაირი მოწოდება არ ყოფილა – თქვენ სად ხართ, რატომ არ არის მეორე ფრონტი, მოდით თქვენც მიიღეთ მონაწილეობაო“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “მეორე ფრონტი” – ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს.

„მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი საიდანაც ეს გაისმა, მოდის უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წრეებიდან, სადაც არსებობს გარკვეული კავშირები. მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ და არც პოლემიკაში შევიდეთ, მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. რამე თუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვცადოთ ომის გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მოსახლეობას ვუთხრათ რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები