LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას პარტია არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას

116
10dbce146b2867151bf34dfd0794b7d2

“მოქალაქეების უფლებაა, რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია, ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში,” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, პარტია “საქართველოსთვის” პირველი ამოცანა პარტნიორებთან მუშაობაა.

“დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს “ოცნებისგან” პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყოს მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით, მოქალაქეების უფლებაა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ”, – განაცხადა დაუშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g