LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განცხადებები გააკეთეს კიევში ჩასულმა მაკრონმა და შოლცმა: მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება

107
ოლაფი და მაკრონი

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ერთიანობის გზავნილი, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუგზავნით, – ამის შესახებ კიევში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

კიევში ჩასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა ოლაფ შოლცმა:

„გვსურს, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, სამი ქვეყნის ლიდერებს კიევში ვიზიტით არა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება სურთ, არამედ უკრაინელების იმაში დარწმუნებაც, რომ მათი დახმარება გაგრძელდება.

„ჩვენ არა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება გვსურს, არამედ იმაში დარწმუნებაც, რომ დახმარება, რომელსაც ორგანიზებას ვუწევთ – ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე როდესაც საქმე ეხება იარაღს – გაგრძელდება,” – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

თინა ხიდაშელი: „ჩვენთან არავინ რომ ჩამოვიდა, ეს ყველაზე ცუდი ნიშანია.. ჩვენ, ვინ რომელ მიტინგზე წავა და ვის გვერდით დადგება ან არ დადგება იმაზე ვწიოკობთ“

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათ პოლონეთიდან კიევამდე მატარებლით იმგზავრეს.

სამი ქვეყნის ლიდერები დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g