LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ომში ფიზიკური ჩაბმა კი არა, მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა ევალება და ნარატივი: „ომი გინდათ?!“ არის აბსურდული, რადგან ომი პუტინის გარდა, არავის უნდა მსოფლიოში: გიორგი მარგველაშვილი

141
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „საქართველოს ომში ფიზიკური ჩაბმა კი არა, მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა ევალება და ნარატივი: „ომი გინდათ?!“ არის აბსურდული, რადგან ომი პუტინის გარდა, არავის უნდა მსოფლიოში“. აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ გამოვიარეთ ომი – ეს ფაქტია, ჩვენ გამოვიარეთ ომები, ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ეს ჩვენ გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ როდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, რომ შენ არ მოითხოვო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, ყველას არ გაახსენო ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული თუნდაც 90-იანებში შევარდნაძეს, მაშინდელი უსაფრთხოების ფაქტობრივად არქიტექტორს რომ შეაქციეს ზურგი და არაფერში არ დაეხმარნენ, შეუძლებელია, არ გაიხსენო 2008-ის შეცდომები. ამიტომ, დღეს ჩვენ ამ ომში ფიზიკური ჩაბმა კი არ გვევალება, მაგრამ მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა გვევალება, იმიტომ, რომ რეალურად ეს ნარატივი: „ომი გინდათ?!“ – არის შინაარსობრივად აბსურდული, იმიტომ, რომ ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი არა. მეორე, არც არავინ არ განიხილავს ამ პროცესს, როგორც ომს, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g