LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გაჩეჩილაძე: “ასეა, ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება…”

3192
BeFunky-collage (2)

ცნობილი ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამჯერად ქალზე ძალადობის თემას ააქტიურებს.

ბოლო სერიებში განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი კატოს და სოსოს ურთიერთობაზე, რასაც სოც.ქსელის მომხმარებელი აქტიურად განიხილავს.

როგორც იცით, კატომ სოსოს ფიზიკური ძალადობა აპატია, თუმცა, ამან სოსოზე გავლენა ვერ მოახდინა და ის ისევ აგრძელებს კატოზე, ამჯერად, ფსიქოლოგიურ ძალადობას.

აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება კატოს როლის შემსრულებელი მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე.

“ასეა, ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება…” – წერს ნინო.

სოსო კატოს ხელით შეეხო: რას წერენ მაყურებლები ძალადობის სცენაზე? – “მოძალადე უდავოდ დასასჯელია, მაგრამ ამ კეკელკა ქალმაც ჭკუა ხო უნდა ისწავლოს”

სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, კატო კვლავ გახდება ძალადობის მსხვერპლი, ასევე წერენ, რომ “დევდარიანი ფემიციდს გვერდს არ აუვლის, სოსო დიდი ალბათობით მოკლავს კატოს”.

“რაღაც მეორე თქაფათქუფის სუნი მცემს”

“საშიშია ეს ბიჭი, წადი კატო მანდედან სანამ ყვავილები გულზე დაგადო”

“სოსოს ფსიქიატრიც აღარ უშველის”

“ეს კატო რატო ითმენს ამდენს? ცოდოა ეს გოგოც დავეხმაროთ იქნებ,” – წერენ კომენტარებში.

ვინ ასახიერებს მოძალადე სოსოს „ჩცდ“-ში: „ეს პერსონაჟი ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g