LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ასახიერებს მოძალადე სოსოს „ჩცდ“-ში: „ეს პერსონაჟი ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია…“

1823
devi

„ჩემი ცოლის დაქალების“ სოსო, რომელიც კატოს ქმრის როლს ასრულებს და მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, დევი ბიბილეიშვილი განასახიერებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ „გზაში“ დაბეჭდილი ინტერვიუდან:

„ეს პერსონაჟი ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია და საინტერესო იყო მისი თამაში. მერე ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, როცა გავიგე, რომ კატოს მანამდე ბევრი ქმარი ჰყავდა. რაღაც განსხვავებული უნდა შემექმნა, ვეძებდი რაღაც უცნაურ ტიპს. სოსო არ არის სტერეოტიპული პერსონაჟი დაინახავ თუ არ, მაშინვე უნდა გამოიცნო, რომელი უბნიდანაა ან როგორი ხასიათისაა…“

„მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს სერიალამდე შორიდან ვიცნობდი, როლებიც ნანახი მქონდა. რაც შეეხება პარტნიორს, საქმის პროფესიონალია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მომზადებული და ძალიან მეგობრული ადამიანია. დიდი კომფორტია მასთან მუშაობა და მეგობრობა…“

„მყავს მეუღლე სალომე ალანია და 8 წლის დემეტრე ბიბილეიშვილი. 10 წელია, დაოჯახებული ვარ. მეუღლე ჟურნალისტია, მშაობდა პროფესიით, მაგრამ ახლა ბიზნესს მიჰყო ხელი. მოდის ჩემს პრემიერებზე და საკმაოდ გულწრფელად მიფასებს. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g