LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე კვარტალში Xiaomi-მ 23 მილიონი სმარტფონი გაყიდა

51

კომპანია Xiaomi-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 13 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, მეორე ნაწილში კი ამ რიცხვმა 23 მილიონს მიაღწია. ასეთი მაჩვენებელი ინდოეთში Redmi Note 4-ის, Redmi 4A-სა და Redmi 4-ის მაღალი მოთხოვნის გამო სახელდება.

ინსაიდერები ამ რიცხვის 28 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის მიერ დასახული მიზნის, წელიწადში 80 მილიონი გაყიდული სმარტფონის მაჩვენებელს უახლოვდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს Redmi Note 5-ის, Redmi 5-ის, Redmi Pro 2-ის, Mi Note 3-ისა და Mi MIX 2-ის გამოშვებაც იგეგმება, ამიტომ წლის მეორე ნახევარი  Xiaomi-სთვის შესაძლოა, უფრო წარმატებული აღმოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები