LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: საქართველოსაც მისცემდნენ სტატუსს ავანსად, “ოცნებას” მსოფლიოში თავი რომ არ ჰქონდეს მოჭრილი, არ იცნობდნენ, როგორც “გადამგდებებს” და უპირო ადამიანებს

81
პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც – “ევროკავშირის კანდიდატის პერსპექტივასთან დაკავშირებით, მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი და რომ, რეალურად, სტატუსს ავანსად აძლევენ”.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ავანსად სტატუსს საქართველოსაც მისცემდნენ, მმართველ პარტიას მთელ მსოფლიოში რომ არ ჰქონდეს თავი მოჭრილი:

“საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მთელ მსოფლიოში რომ თავი არ ჰქონდეს მოჭრილი “ქართულ ოცნებას”, არ იცნობდნენ როგორც “გადამგდებებს”, უპირო და სიტყვის არშემსრულებელ ადამიანებს, განსაკუთრებით, ევროპაში, როცა შარლ მიშელის შეთანხმება თავზე გადაახიეს ევროპას, ამის შემდეგ “ქართულ ოცნებას” არავინ ენდობა.

რეალურია ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გასცა ევროპულმა კომისიამ, მაგრამ ეს არარეალურია “ქართული ოცნების” პირობებში, რადგან მათ არ სურთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, მით უმეტეს, დეოლიგარქიზაციას ვერ განახორციელებს ოლიგარქი, ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, ოპოზიცია გამოვა კონკრეტული ინიციატივებით, რომლითაც ხელისუფლებას ერთობლივ სამუშაო ფორმატებს შევთავაზებთ.

რაც შეეხება იმ სისულელეს ან მიზანმიმართულ მავნებლობას, რომ საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რადგან ომი არ დავიწყეთ, ამაზე აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს არის 100 პროცენტით რუსული ნარატივი, ვინც ასე საუბრობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში იქნებიან, თუ ხელისუფლების გარეთ ე.წ. ექსპერტები, ვინც ამას ამბობს, რომ ომის დაწყებას გვაძალებდა დასავლეთი და ომი არ დავიწყეთ, ის არის ან სასარგებლო იდიოტი, ან მიზანმიმართული მტერი და მოღალატე”, – თქვა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის წამახალისებელი ავანსი, უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც, რომელიც ასევე არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის

magti 5g