LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ შეფასებას აქციაზე მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე აკეთებს – “საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული”

339
სარჯველა

საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული – ნამდვილად იყო მცდელობები, რომ ვიწრო პარტიული მიზნებით ყოფილიყო რაღაც აქტივობები წამოწყებული, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქცია „შინ ევროპისკენ“.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აქციაზე ბევრი ადამიანი გულწრფელი მიზნით იყო მისული, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, რომ სურს ევროპული მომავალი, თუმცა, დიდ ნაწილს ვიწრო პარტიული ინტერესი ამოძრავებდა.

უმრავლესობის წევრის შეფასებით, ქვეყნის ევროპულ ხაზს „ქართული ოცნება“ უკვე 10 წელია მიჰყვება.

„ეს იგივე დადასტურება არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას. ეს არის ხაზი, რომელსაც მიჰყვება ქვეყანა უკვე ათწლეულების განმავლობაში და რომლის გაგრძელებასაც მტკიცედ აპირებს ეს საზოგადოება. დღეს საქართველოს უკვე 10 წელია ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ხაზს მტკიცედ ემსახურება. ეს მინდა ყველამ იცოდეს და ამის დასტური არის ყველა ის საქმე, რომელიც რეალურად გვაქვს.

იქ ხალხი სხვადასხვა მოტივაციით იყო მისული, მათ შორის იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალია, მისულიყო და ეს პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა არ იყო ასეთი იქ. იყო ნაწილი, რომელიც ცდილობს საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნით გამოიყენოს ეს, როგორც იყო მცდელობები. თუ დააკვირდებით რიტორიკას, რომელსაც გვთავაზობს მაგალითად, სააკაშვილი. საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული, იმისთვის, რომ რეალურად რა გაცხადებული დევიზი არსებობდა, სამსახური დაედასტურებინა. ნამდვილად იყო მცდელობები, რომ ვიწრო პარტიული მიზნებით ყოფილიყო რაღაც აქტივობები წამოწყებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g