როგორც ცნობილია, ამერიკელმა მსახიობმა, ბენ სტილერმა პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა, შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრა. ვარსკვლავი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„დიდი მადლობა, რომ გამონახე დრო და შემხვდი, შენ ჩემი გმირი ხარ“, – უთხრა სტილერმა პრეზიდენტს და განაცხადა, რომ მან უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა.
მოგვიანებით ბენმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.
„გამარჯობა, მე ბენ სტილერი ვარ და ახლა უკრაინაში ვიმყოფები. მე აქ ვხვდები ადამიანებს, რომლებზეც ომმა დიდი გავლენა მოახდინა და მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა“, – აცხადებს სტილერი.