LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში – რუსთავის თეატრი ამჯერად მოზარდ მაყურებელს უმასპინძლებს

209
რუსთავის თეატრი 1

21  და 22 ივნისს, 18.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის დიდი სცენაზე, ირაკლი ლომოურის მოთხრობას ,,ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ რეჟისორი თომა ათანელიშვილი გააცოცხლებს.

როგორ იქცევა თავნება გოგონა ჩიჩილაკად და როგორ დაიბრუნებს  ის ჩვეულ მდგომარეობას ამის გაგების საშუალება მხოლოდ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს ექნება. სპექტაკლი მაყურებელს, ნამდვილ ზღაპრულ ფერად სამყაროში ამოგზაურებს, დაძაბული თავგადასავლებით და კეთილი ფინალით.

რუსთავის თეატრი კი აგრძელებს მაყურებლისთვის კომპლექსური სივრცის შექმნას, სადაც ყველა ასაკის და გემოვნების მაყურებლის ინტერესი იქნება  გათვალისწინებული.

,,ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ მე-3 საბავშვო სპექტაკლია, რომელიც რუსთავის თეატრის რეპერტუარს დაამშვენებს.

რეჟისორი:  თომა ათანელიშვილი

მხატვარი: ლომგულ მურუსიძე

კოსტუმების მხატვარი: ანანო დოლიძე

ქორეოგრაფი: გია მარღანია

ტექნიკური რეჟისორი: ინა ხომასურიძე

მონაწილეობენ: ნანა ბიბილაშვილი, ლაშა მებუკე, გვანცა კანდელაკი, ზაზა თაგოშვილი, ზურა ფიროსმანიშვილი, ლუკა ციხისთავი, რეზო კოღოშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, ლაშა კანკავა, გიორგი ტოჩილაშვილი, ალბერტ ილარიონი, ალექსანდრა თელია, ნია ტოგონიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g