გასულ უქმეებზე სელენა გომესი და The Weeknd რომანტიკულ ვახშამზე იმყოფებოდნენ. წყვილი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც იტალიური რესტორნიდან Rao’s გამოდიოდა.
სელენა საღამოს ვერცხლისფერ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი, აბელი კი მისთვის დამახასიათებელ სპორტულ ფორმაში იყო.
ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე სელენამ „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ფოტო გააზიარა წარწერით: „საღამოს პაემანი“.