LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასრულეთ დღეს სამუშაო საათები 18:30-ზე, რომ დასაქმებულები ევროპული მომავლის მხარეს დადგნენ – “გირჩი – მეტი თავისუფლება” დამსაქმებლებს მიმართავს

123
BeFunky-collage

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დამსაქმებლებს მიმართავს – დღეს სამუშაო საათები 18:30 საათზე დაასრულონ, რათა მოქალაქეებმა პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე მისვლა შეძლონ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ამაზე სწორი ბიზნესი არ არსებობს, ვიდრე ევროპული მომავლის მხარეს დგომა:

“ყველა ბიზნესს: დიდს, პატარას, მაღალს, დაბალს, მომგებიანს, ზარალზე მყოფს… ვისაც შეგიძლიათ, დაასრულეთ დღეს სამუშაო საათები 18:30-ზე.

და მიეცით შესაძლებლობა დასაქმებულებს, დადგნენ თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარეს.

20:00-ზე, რუსთაველზე! შინ ევროპისკენ! ??

ამაზე სწორი ბიზნესი არ არსებობს დღეს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, აქცია “შინ ევროპისკენ” დღეს 20:00 საათზე გაიმართება.

ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ – დიღმელაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები