ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ქორწილი კიდევ ერთხელ გადადეს. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ 24 წლის საირუსმა საერთოდ გადაიფიქრა ქორწილი, რადგან კარიერაზე არის ორიენტირებული. „ის ძალიან განიცდის, რომ სულ უფრო ნაკლებად ეპატიჟებიან ფესტივალებზე. მაილი სუპერ ბოულზე გამოსვლაზე ოცნებობს, ამიტომ ოჯახი და მითუმეტეს შვილები – უკანასკნელია, რაზეც ის ამჟამად ფიქრობს“, – განაცხადა წყარომ.
მოგვიანებით თავად მომღერალმაც აღიარა, რომ არ სურს საქორწინო კაბის მორგება, რადგან ის მხოლოდ გარკვეულ შტამპთან და ოფიციალურობასთან ასოცირდება. „ლიამთან ცხოვრება ჩემთვის სრულიად საკმარისია“, – აცხადებს მომღერალი.