ბრიტნი სპირსი ლას-ვეგასის ტურნეს ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მომღერალი სამი წლის განმავლობაში ლას-ვეგასის ერთ-ერთ წამყვან სამორინეში თავისი შოუს „Piece Of Me“ ფარგლებში კონცერტებს მართავს, ამ დროის განმავლობაში სპირსმა დაახლოებით 200 კონცერტი გამართა.
ბრიტნის მენეჯერის განცხადებით, მომღერლის გამოსვლები წლის ბოლოსთვის დასრულდება და ამის შემდეგ ის სხვა მსხვილ შემოთავაზებებს განიხილავს. რაც შეეხება ლას-ვეგასში გამართულ კონცერტებს, მისი თქმით, თითოეულიმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მათზე ყველა ბილეთი ბოლომდე გაიყიდა.
არსებობს ვარაუდი, რომ მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, ბრიტნი ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებს. სპირსის უკანასკნელი დისკი „Glory“ გასული წლის აგვისტოში გამოვიდა და Billboard 200-ის მესამე ადგილზე განთავსდა.