LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა

174
page

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რიკი მარტინს მამაკაცი ძალადობაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ  მარტინის ყოფილი შეყვარებულია და ისინი ერთმანეთს ორი თვის წინ დაშორდნენ.

„მცემდა“ – მამაკაცი, რომელიც თავს რიკი მარტინის შეყვარებულად ასაღებს, ვარსკვლავს სასამართლოში უჩივის

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ პუერტო-რიკოს სასამართლომ მარტინს ყოფილ შეყვარებულთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა.

მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება აცხადებს, რომ მარტინს 7 თვის განმავლობაში ხვდებოდა, ორი თვის წინ კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ის ასევე ირწმუნება, რომ რიკი მას გამუდმებით ურეკავს და სახლთან აკითხავს.

ფოტო/ვიდეო: რიკი მარტინმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – არტისტი რადიკალურადაა შეცვლილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები