სიქსტეს კაპელაში ქართველი შემსრულებლების კონცერტი წლის მოვლენად იქცა. ერთ-ერთი მომღერალი, ქართული სექსტეტის სოლისტი და კონსერვატორიის კურსდამთავრებული ქეთი ქართველიშვილია, რომელმაც ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის პატრიარქის მიერ დაწერილი „კირიე ელეისონ“.
ის ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს შთაბეჭდილებებსა და ემოციებს, რაც ვატიკანში ყოფნისას მიიღო:
„როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე მაინც არ ვიყავით ამ საოცარი კულტურული შოკისთვის მზად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით და მთელი შემართებით ვემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის და გააზრებული გვქონდა პასუხისმგებლობაც, საბოლოო ჯამში, მაინც აღმოჩნდა, რომ ემოციურად ასმაგი და ათასმაგი შოკი მივიღეთ…
რომის პაპს თქვენც შეხვდით?
დიახ და ძალიან ამაღელვებელი იყო. აღფრთოვანებულები ვართ მისი დიდსულოვნებით. მან არ დაიშურა კომპლიმენტები ქართული სიმღერისა და ჩვენ მიმართ. აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ჩვენი პატრიარქი და მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ქართული ღვინო, გვისურვა წარმატებები და ძალიან დადებითად გაწნყობილი დაგვშორდა“.
სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“კონცერტს მართავს