ჩენტჰემში ყოველწლიური დოღი იმართება, რომელიც არამარტო უამრავი ტურისტის, არამედ ცნობილი ადამიანების ყურადღებასაც იპყრობს. გუშინ დოღის რიგით მეორე, Ladies Day გაიმართა. სტუმრებს შორის ლივ ტაილერი და დეივ გარდნერი, სედი ფროსტი ახალ ბოიფრენდთან ერთად, ჰერცოგინია კამილა, პრინცესა ანა და ზარა ტინდალი იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული სამეფო ოჯახი ღონისძიების უმთავრეს და საპატიო წევრებად ითვლებიან, ფოტოგრაფებისა და პრესის ყურადღება სწორედ ლივმა მიიპყრო. ფოტოებიდან ჩანს, რომ მან დოღისგან უდიდესი სიამოვნება მიიღო