LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო: მიმდინარეობს გამოძიება

85
89005543_2827162120693134_1673351668344815616_o

არსებული ინფორმაციით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება  მიმდინარეობს.

თორნიკე ჭეიშვილის თქმითვე, შემთხვევა დღეს მოხდა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g