მსახიობი და მომღერალი, ანდრია გველესიანი საზოგადოებას უზიარებს საფულის დაკარგვის ამბავსა და მის შემდგომ შემჩნეულ დეტალს, რომელმაც მომღერლის თქმით, კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში სიყვარული, ოჯახი და მეგობრობაა.
“ყველა მოვლენას აქვს დადებითი მხარე??
2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა..
შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე შიგნით ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა, რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული..
საგულდაგულოდ ჰქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში
აღმოვაჩინე ის რასაც ფოტოზე ხედავთ. (საერთოდ არ მახსოვდა)
დედაჩემის, მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები.
მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე, რომელიც მაშინ დავწერე როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი.
მოკლედ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა.
დიდი მადლობა ადამიანო რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის
მთავარი ღირებულება!”, – წერს ანდრია გველესიანი.